კვლავ ფინალის მოლოდინში

რივერ პლეიტისა და ბოკა ხუნიორსის მატჩი კვლავ გადაიდო

კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი შეხვედრა ისევ გადაიდო. მოგეხსენებათ რივერ პლეიტისა და ბოკა ხუნიორსის განმეორებითი შეხვედრა გუშინ, 00:00-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა რივერ პლეიტის გულშემატკივრები ბოკა ხუნიორსის ავტობუსს თავს დაესხნენ, ფეხბურთელები დაშავდნენ და თამაში გადაიდო.

 

ცნობილი იყო, რომ მატჩი დღეს, ღმის 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ახლახანს გაჩნდა ცნობა, რომ თამაში ისევ გადაიდება. გეტყვით იმასაც, რომ არგენტინული გუნდები ერთმანეთს სავარაუდოდ 8 დეკემბერს დაუპირისპირდებიან. 

 

შეგახსენებთ, რომ ამ კლუბებს შორის პირველი დაპირისპირება 2:2 დასრულდა. ბოკადან თავი აბილიამ და ბენედეტომ გამოიჩინეს, ხოლო რივერიტან მეტოქის კარი პრატომ აიღო, ბოკა ხუნიორსის მცველმა ისკიერდოსმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.