კოვაჩი აწუწუნდა

ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად გავექცევით

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბაიერნმა ლივერპულს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა, შემდეგ ეტაპზე მერსისაიდელები გავიდნენ.

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნიკო კოვაჩი კრიტიკის ქვეშ მოექცა. აღნიშნულ თემაზე თავად ხორვატმა სპეციალისტმა ისაუბრა.

 

„მართალია ფული ფეხბურთში ყველაფერს არ წყვეტს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე ლივერპულმა ტრანსფერებში 500 მილიონი ევრო დახარჯა, ჩვენ კი ბევრად ნაკლები. ამან რათქმაუნდა მერსისაიდელების უპირატესობაზე იმოქმედა.

 

თავი არ უნდა მოვიტყუოთ, 1/8 ფინალიდან სამმა ინგლისურმა გუნდმა სამი გერმანული გამოაგდო. დღესდღეობით ფეხბურთელებისთვის პრემიერლიგა უფრო მიმზიდველია ვიდრე ბუნდესლიგა. ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად გავექცევით.“-განაცხადა ნიკო კოვაჩმა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.