სიონში სიხარულია

 ბოლნისის სიონმა შინ 1:0 სძლია ვიტ ჯორჯიას. ეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში.

გოლი 87–ე წუთზე გავიდა. მოედანზე ცხრა წუთის შესულმა ზვიად სიხარულიამ თავურით მოაგებინა ბოლნისელებს. ვილი ისიანმა გააყოლა ბურთი ანზორ სუხიაშვილს, რომლის ჩაწოდებასაც მოჰყვა სიხარულიას გოლი.

 

ისე, ვიტელები მასპინძლებს არაფრით ჩამორჩებოდნენ, უფრო მწვავედაც უტევდნენ, მაგრამ წინა შეხვედრებშიც გამოჩნდა და ახლაც: გოლის გატანა უჭირთ. კარგი ნახევარდაცვა ჰყავთ ცოტნე მოსიაშვილისა და კახა კაკაშვილის მეთაურობით.

 

ეს ვიტელთა პირველი მარცხია და გუნდს 5 ქულა დარჩა, სიონმა კი 7 ქულა მოაგროვა. გუნდმა თამაზ სტეფანიაზე ორივე თამაში მოიგო. ასეა და ასე იყო ადრეც, ბოლნისში თამაში ყველა სტუმარს უჭირდა.   

 

სიონი – ვიტ ჯორჯია 1:0

 

გოლი: 1:0 სიხარულია (87)

 

გაძევება: ღირდალაძე (90+3, ვიტ ჯორჯია)




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.