ლეო მესი - ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი?

ლეო მესი უდიდესი ფეხბურთელია, რომლის თამაშიც შეუძლებელია არ მოგწონდეს. უნიკალური მოთამაშე, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ყავს და ბევრისთვის ყველა დროის საუკეთესოც კია.

 

ის ისეთი ტიპის მოთამაშეა, რომელიც თაობებს არასდროს დაავიწყდებათ. მისი ბუნებრივი ნიჭი და შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს ლეოზე წუთების, საათების, დღეების და კვირების განმავლობაში ვისაუბროთ. მესი გვაიძულებს მადლობა გადავუხადოთ მისი მაგიური თამაშისთვის, რომლითაც უკვე ამდენი წელია უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ.

 

 

თუ თქვენ მის თამაშს ცოცხლად ნახავთ, შეეცადეთ ახსნათ, თუ როგორაა იგი ამდენად კარგი. მესიმ რომ უდიდესი მოთამაშეა ამაზე ყველა ვთანხმდებით. ლეოზე ქათიანურებს ლეგენდარული ფეხბურთელებიც არ იშურებენ და მასზე მხოლოდ დადებითად საუბრობენ.

 

„ის არამარტო საუკეთესო გამტანია, არამედ დრიბლინგებშიც და პასებშიც ნომერ პირველია.“-ამბობს მესიზე სტივენ ჯერარდი.

 

„ლეო მესი ისტორიაში ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია.“-ასე დაახასიათა არგენტინელი მეგავარსკვლავი ფრენკ ლამპარდმა.

 

 

ბარსელონას ათიანს უამრავი როგორც ლამაზი ასევე მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ საუკეთესო გოლი მან 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერის წინააღმდეგ გაიტანა.

 

„ყოველთვის ვამბობ, რომ სჯობს მნიშვნელოვანი გოლი გაიტანო, ვიდრე ლამაზი. მანჩესტერის წინააღმდეგ გატანილი თავური ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლია. ის როგორც სილამაზით ასევე მნიშვნელობითაც გამოირჩევა.“-განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.