კლოპი: ჩემს გუნდს პრობლემები აქვს 

ლივერპულის მწვრთნელი ფულემთან მოგების შემდეგ აღფრთოვანებული არ არის 

 

 

პრემიერლიგის 31-ე ტურში, ფულემთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მის გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

 

„ჩვენ მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მალე სათამაშო რიტმიდან ამოვვარდით. მე არ ვარ ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი, ჩემს გუნდს კი ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩის შემდეგ, პრობლემები აქვს.

 

მეორე ტაიმში მინუსები სრულფასოვნად აღმოვფხვერით, მაგრამ - 1:0 არ იყო ის ანგარიში, რომელიც დამშვიდების შესაძლებლობას მოგვცემდა - მეტოქეს ასეთ შემთხვევაში გამარჯვებაც შეუძლია. ფულემმა გოლის გატანა, ჩვენ კი გამარჯვება დავიმსახურეთ.

 

გასავრდნ ზონაში მყოფი ფულემის დამარცხების შემდეგ, მერსისაიდულმა კლუბმა თავი 76 ქულას მოუყარა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, თუმცა უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კლოპის გუნდი ამ ტურნირის მეოთხედფინალშია გასული, სადაც მათი მეტოქე პორტუა.