ჟოზეს კრიტიკა და წინასწარმეტყველება

მოურინიო 2006

ინგლისურ მედიაში ჟოზე მოურინიოს შესახებ საინტერესო მასალა ვრცელდება. The sun-ი 2006 წელს, პორტუგალიელის ჩელსიში მუშაობის პერიოდში გაკეთებულ საკუტ რეპორტებს აქვეყნებს.  ეს ისპერიოდია, როცა ჩელსი ბარსელონას უნდა დაპირისპირებოდა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში და პორტუგალიელი მეტოქის ფეხბურთელებზე ინფორმაციას აგროვებდა. 

 

მოურინიო ბარსელონას ვარსკვლავებს, მათ შორის კარლეს პუიოლს, ლიონელ მესისა და რონალდინიოს სათამაშო შესაძლებლობებს აკრიტიკებს.

 

„აგრესიული და ძალიან ემოციური. მსაჯებთან ურთიერთობაში გიჟურად იქცევა და პროვოკაციებზე იოლად ეგება. ის უხეში მცველია და სხეულის ფორმას შესაბამისად ვერ იყენებს. პოზიციას ცუდად არჩევს, წინ თავდამსხმელივით გარბის და არ შეუძლია დაცვის ხელმძღვანელობა - ცდილობს შექმნას ხელოვნური თამაშგარე მაშინ, როცა ეს შეუძლებელია“.-ასე ახასიათებს ჟოზე კარლეს პუიოლს

 

ბარსელონას ლეგენდარული კაპიტნის შემდეგ, მოურინიომ ოქროს ბურთის მომგები რონალდინიოზე წერს:

„ძალიან ცუდი თავდაცვითი უნარები და უკანა ხაზში უსარგებლო შრომა. მას არ შეუძლია დიდხანს დაცვაში გაჩერება და მარტივად უშვებს შეცდომებს."

 

დაბოლოს, ჟოზემ ლიონელ მესიზე გაკეთებული რეპორტი:

„მას აქვს მაღალი სათამაშო ხარისხი და სისწრაფე, მაგრამ ის ცაციაა და მარჯვენა ფეხს იშვიათად იყენებს. გამოირჩევა ზუსტად ისეთივე ქმედებებით, როგორც რონალდინიო. კარგად გადაადგილდება ხაზებს შორის და დიაგონალებზე. საოცარი დრიბლინგით ეხმარება გუნდს“.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.