აზარი და რეალი შეთანხმდნენ

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ აზარი კარიერას რეალში გააგრძელებს. 

ედენ აზარი რეალის წინადადებას დათანხმდა და გადაწყვიტა კარიერა ბლანკოსში გააგრძელოს. არახალია, რომ სამეფო გუნდში თამაში მისი დიდი ხნის ოცნებაა. ისიც ცნობილია, რომ ბელგიელის კერპი სწორედ მადრიდელთა თავკაცი ზინედინ ზიდანია.

 

ახლა მხოლოდ გუნდებს შორის მოლაპარაკებებიღა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ჩელსის სატრანსფერო ბანი ადევს, დიდი ალბათობით არისტოკრატები ედენს მაინც შეელევიან. უცხოელი ტაბლოიდების ცნობით ბრიტანული გრანდი მასში 100-120 მილიონ ევროს მოითხოვს.

 

აზარი ჩელსიში 2012 წლის ზაფხულში ლილიდან გადავიდა. არისტოკრატებთან ერთად მან პრემიერლიგა (2), ასოციაციის თასი და ევროპის ლიგა მოიგო. მიმდინარე სეზონში აზარმა 40 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.