ტრანსფერი: ხუბუტია ბელარუსში 15 წლის შემდეგ

33 წლის აკაკი ხუბუტია რუსთავიდან ბელარუსის ვიტებსკში გადავიდა.

ამის შესახებ ბელარუსის კლუბის საიტი წერს. ვიტებსკი ქვეყნის ჩემპიონატში შარშან მეოთხე ადგილზე გავიდა.  

 

ხუბუტიამ არაერთი უცხოური კლუბი გამოიცვალა. თავიდან, 2004 წელს იყო ბელარუსის ზვეზდაში, მერე ლიტვის კაუნასში, შილუტეში და ვილნიუსში. 2009 წელს რუმინულ გაზ მეთანში გადავიდა და სწორედ იქ ჰქონდა გამორჩეული პერიოდი, საიდანაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა.

 

იყო ასევე თურქულ სამსუნსფორში, რუსულ მორდოვიაში, ბერძნულ კერკირაში, სლოვაკურ ზემპლინში, რუმინულ პოლი ტიმოშოარაში და თბილისის დინამოშიც. რუსთავში გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და წლეულსაც, სამ ტურში ითამაშა.

 

ხუბუტიას საქართველოს ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის იყო ხორვატიასთან 1:0 მოგებული თამაშიც. ნაკრებში 2010-2014 წლებში გახლდათ... ბელარუსის ჩემპიონატში კი 15-წლიანი შესვენების მერე ითამაშებს.