არჩევანი გრიზმანზეა

ევროპული გრანდები მზად არიან გრიზმანში 120 მილიონი ევრო გადაიხადონ. არჩევანი ფრანგზეა. 

როგორც ჩანს იუვენტუსთან განცდილმა მტკივნეულმა მარცხმა, ანტუან გრიზმანზე დიდი გავლენა იქონია. საქმე იმაშია, რომ სწორედ ბიანკონერისთან წაგების შემდეგ მან უახლოეს გარემოცვას გაანდო, რომ გუნდის დატოვება უნდა. სავარაუდოა, რომ ფრანგი ფეხბურთელი ატლეტიკოდან ზაფხულში წავა.

 

როხიბლანკოს მეშვიდე ნომრის დამატება ერთდროულად რამდენიმე გუნდს სურს. ყველაზე მეტად მიუნხენის ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობენ. ორივე მათგანი მზადაა გრიზმანში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გრიზმანი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მან ატლეტიკოში დარჩენა არჩია. რაც შეეხება ბლაუგრანას ახლანდელ პოზიციას, კატალონიელებს ანტუანის ყიდვა აღარ უნდათ.