200 მილიონი ტრანსფერებისთვის

მართალია მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბევრს ვერაფერს გახდა, თუმცა ბუნდესლიგის მოგების შანსი მაინც აქვს. გერმანიის ჩემპიონატში რეკორდმაისტერსა და დორტმუნდს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული და ქულა ქულაში მიდის.

 

 

ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭომ გუნდს ტრანსფერებისთვის 200 მილიონი ევრო გამოუყო. მთავარი აქცენტი ლუკას ერნანდესსა და ბენჟამინ პავარზე კეთდება. მოლაპარაკებები ასევე მიდის ტიმო ვერნერთანაც. ვარაუდობენ, რომ ლაიფციგის ფორვარდში 40-60 მილიონის გადახდა იქნება საჭირო. რაც შეეხება პავარს, გუნდი მას 35 მილიონად დაიმატებს. 

 

ფრანგ მარცხენა მცველთან ბაიერნმა რამდენიმე კვირის წინ მიაღწია შეთანხმებას. გერმანულ გრანდში იგი 80 მილიონ ევროდ გადავა. თანხის ნახევარი რეკორდმაისტერებმა ატლეტიკოს უკვე გადაუხადეს. 

 

 

ასევე ცნობილია, რომ ბაიერნში შესაძლოა ხამეს როდრიგესიც დარჩეს, რომელიც იჯარის წესით რეალიდან დაიმატეს და ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს ეწურება. ამ ყველაფერზე გუნდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ისაუბრა.

 

 

„ახლა გუნდის გაახალგაზრდავების პროცესში ვართ. ჩვენთან საშუალი ასაკი 27 წელია და გვინდა ეს ციფრი უფრო დაბლა დავწიოთ. რაც შეეხება ხამესს, თუ კოვაჩი იტყვის, რომ როდრიგესი სჭირდება, მაში ჩვენ მას 42 მილიონად გამოვისყიდით. მაისამდე დრო ჯერ კიდევ გვაქვს, საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ არ მიგვიღია, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება.“-განაცხადა გერმანელმა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.