ბარსელონა იცვლება

FCB აღარ იქნება...

 

ბარსელონას ქომაგები აღშფოთებულნი არიან - მათ შეიტყვეს, რომ კლუბი გაისოდ ახალი საშინაო დიზაინის მაისურებით ითამაშებს. 

კერძოდ, ბარსას ტექნიკურმა სპონსორმა ნაიკმა ამჯერად ვერტიკალური ხაზების ნაცვლად მაისური ჭადრაკისებრ გააწყო და ერთგავარად ხორვატიის ნაკრების ფორმას დაამსგავსა. 

 

ცხადია, ფერები იგივე დარჩა, თუმც შეცვლილმა დიზაინმა ქომადის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სოციალური ქსელით გავრცელებულ კომენტარებშიც კარგად იკითხება. 

ჭადრაკისებრი მაისურის შესადარი შორტები იგივე ფერის იქნება, ზედ დატანილი ოქროსფერი ნაიკის ემბლემით, გეტრებზე კი ასევე მაისურის განმეორებას ვნახავთ. 

 

ბარსას პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუ კლუბის ემბლემის შეცვლასაც ესწრაფვის. მას ემბლემიდან აბრევიატურის - FCB გაქრობა ჩაუფიქრებია, თუმც კლუბში შესაბამისის რაოდენობის მხარდამჭერთა გარეშე ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. 

რაც შეეხება ბარსას საგარეო მაისურას, ის ყვითელი იქნება ლურჯ-წითელი დიაგონალური ხაზით გაწყობილი. სწორედ ისეთი, როგორიც ბარსელონას 1970 წლებში იუჰან კრუიფის თამაშისას ემოსა.