შვეიცარიის 11 ასეთი ჩანს

შვეიცარიული საიტების ცნობით, ნაკრების თავკაც ვლადიმირ პეტკოვიჩის ვარჯიშებზე ძირითადი შემადგენლობის კონტურები გამოისახა

იმ შემადგენლობის, რომელსაც თბილისში 23 მარტს საქართველოს წინააღმდეგ ათამაშებს.


როგორც იცით, დაშავებულნი არიან და თბილისში ვერ ითამაშებენ წამყვანი შემტევები: შერდან შაქირი და ჰარის სეფეროვიჩი. ასევე, ფეხი სტკივა და გუშინ ვერ ვარჯიშობდა ვოლფსბურგის ფორვარდი მეჰმედი. დიდი ალბათობით, ცენტრფორვარდად ემბოლო დადგება. ასე ჩანდა ვარჯიშებზე. შაქირის ადგილს კი სტეფენი დაიკავებს.   


აი, ვარჯიშებიდან გამომდინარე, პეტკოვიჩმა ასეთი თერთმეტეული უნდა დააყენოს, თუმცა რას გაიგებ...     

 
კარში იან ზომერი (გლადბახი).  


დაცვაში სამეული:
მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ნიკო ელვედი (გლადბახი) და ფაბიან შარი (ნიუკასლი).


მთელ ფლანგზე
ითამაშებენ შტეფან ლიხშტაინერი (არსენალი) და რიკარდო როდრიგესი (მილანი).


საყრდენებად
გრანიტ ჯაკა (არსენალი) და ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი).


წინ კი სამნი იქნებიან:
მარჯვნიდან რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი), მარცხნიდან შტეფან ცუბერი (შტუტგარტი), წინ კი ბრელ ემბოლო (შალკე).