"ქართველებს ფეხბურთის თამაში კარგად შეუძლიათ"

შცეიცარიულ მედიაში  საქართველოს ნაკრების შესაძლებლობებს განიხილავენ


ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება. ორ დღეში, დინამო არენა საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრები გუნდების დაპირიპირებას უმასპინძლებს. როგორც ცნობილი ხდება, პირველი ტურის მატჩზე დასასწრები თითქმის 30 000 ბილეთი უკვე გაიყიდა - ერთა ლიგაზე ეროვნული გუნდის წარმატებულმა გამოსვლამ გულშემატკივარს დამატებითი იმედი და მოტივაცია გაუჩინა. ქართული ფეხბურთის პროგრესზე უკვე ჩვენი მეტოქეებიც აქტიურად საუბრობენ.

შცეიცარიული მედია-საშუალება Bluewin-ი საქართველოს ნაკრების შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს, სადაც ჯვაროსნების შესაძლებლობებს დეტალურად განიხილავს.

"საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებს და საუკეთესო გუნდებისგან საკმაოდ შორსაა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად შეუძლიათ, რაც მათ ერთა ლიგაზე შთამბეჭდავი გამოსვლით დაადასტურეს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჯგუფში 5 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და C დივიზიონის საგზური მოიპოვა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ერთა ლიგაზე გამოსვლის განმავლობაში, მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

 



2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ იოლი ნადავლი არცერთი მეტოქისთვისაა. ამ გუნდმა ორბურთიანი სხვაობით მხოლოდ ერთი მატჩი დათმო (სერბეთთან - 3:1) და ირლანდიას, ავსტრიასა და უელსს ქულები დააკარგვინა.

თუ შემადგენლობას დავაკვირდებით, ერთი შეხედვით პირველი კლასის მოთამაშეს ვერავის აღმოვაჩენთ. მათი უმეტესობა ლეგიონერია, თუმცა ტოპ კლუბებში არცერთი თამაშობს, მაგრამ ეს ფაქტი დიდი ალბათობით ზაფხულში შეიცვლება. ცვლილებების მიზეზი კი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეა, რომლის მიმართ ინტერესიც არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოიჩინა, მას მერე, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთა ლიგაზე შესაძლებლობები ბრწყინვალედ გამოავლინა (4 გოლი 3 საგოლე პასი).

ამ ტექნიკურ-საზრიან მოზარდს კონტრაქტი გენტთან აკავშირებს, თუმცა მის გადაბირებას ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნი ცდილობს. ჩაკვეტაძე გუნდს მხოლოდ და მხოლპდ ბოლო ვარჯიშზე, 3-თვიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, ეროვნულ ნაკრებში მისი თამაში კი ამ ეტაპზე შეუძლებელია.

 


საქართველოს ნაკრები დაცვაში საკმაოდ სტაბილურია, ასე რომ, როცა ჩაკვეტაძე დაბრუნდება, ეს გუნდი შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფავორიტებთან მებრძოლი მთავარი ძალა გახდეს".-წერენ გერმანიაში საქართველოზე.


საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, დინამო არენაზე დაიწყება. სამი დღის შემდეგ, ეროვნული გუნდი დუბლინში, ირლანდიასთან ითამაშებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.