მიშა გასავლელია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსს იწყებს

ინდიან უელსის მასტერსის დასრულებისთანავე, ოკეანისგაღმა მეორე ამავე რანგის ტურნირი დაიწყო, რომლის შარშანდელი ჩემპიონიც  ჯონ ისნერია. აყლაყუდა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალში ალექსანდრე ზვერევი დაამარცხა.

 

მოახერხებს თუ ვერა ისნერი ტიტულის დაცვას ამაზე მისმა ქომაგებმა ინერვიულონ, ჩვენი უმთავრესი საფიქრალი კი უდავოდ ნოკოლოზ ბასილაშვილია, რომელიც ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი, შეჯიბრში მეორე წრიდან ერთვება და მეტოქეს ელოდა - ის კი რუსი წარმომავლობის გერმანელი ჩოგბურთელი მიხაილ ზვერევია, სწორედ შარშანდელი ფინალისტის და ამჟამად რეიტინგის მესამე ნომრის ალექსანდრე ზვერევის ძმა, რომელიც დღედღეობით მსოფლიოს 75-ე ჩოგანია.

 

 

უფროსმა ზვერევმა საწყის ეტაპზე ნიკოლა კუნი დაამარცხა. უფრო სწორად, 19 წლის ნიჭიერმა ესპანელმა ჩოგბურთელმა მესამე სეტში მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო და კორტი ექიმების თანხლებით დატოვა. მესამე პარტიაში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ახალგაზრდა ესპანელ ჩოგბურთელს ჯანრმთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, გონება დაკარგა და კორტზე მოცელილივით დაეცა.

 

ნიკოლოზ ბასილაშილი და მიხაილ ზვერევი კორტზე ერთმანეთს ორჯერ დაპირისპირებიან. ორივეჯერ გამარჯვება ზვერევმა მოიპოვა. დადგა დრო მას ქართელმა ჩოგბურთელმა აჯობოს, რომელიც მასზე რეიტინგით გაცილებით წინ არის.

 

მატჩი 20:30 წუთზე არის ჩანიშნული, თუმცა დაწყების დრო შესაძლოა შეიცვალოს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.