საქართველომ მაკედონიაში მოგებით დაიწყო

მაკედონიაში დაიწყო უეფას განვითარების თასი 16-წლამდელთა ნაკრებებს შორის. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი ნაკრებისთვის პირველი ტური წარმატებული გამოდგა: აზერბაიჯანი 2:0 დაამარცხეს. 

გოლები გიორგი აბუაშვილმა და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს. მეორე ტურში, 24 მარტს, საქართველო მასპინძელ მაკედონიას დაუპირისპირდება.

 

ჩიტაურმა აზერბაიჯანელებთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, გრიგალაშვილი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ზოსიაშვილი, აბუაშვილი, გვიშიანი, ონიანი, იობაშვილი.

 

შეცვლაზე შევიდნენ: ტატიშვილი, სიჭინავა, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, კვაშილავა, ამბროსაძე, ვაზაგაშვილი, ღონღაძე.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.