თავისუფალი ვარ

ხუთი უმუშევარი ტოპ-მწვრთნელი

მიმდინარე ევროთასებზე თუ ეროვნულ ჩემპონატებში ზოგიერთი ტოპ-კლუბის არასტაბილურ გამოსვლას უეჭველად მოჰყვება მწვრთნელების გათავისუფლება. ეს მხოლოდ დროის ამბავია. ჩვენ კი ვნახოთ, რას აკეთებენ უმუშევრად დარჩენილი ცნობილი სპეციალისტები.

ანტონიო კონტე. 49 წლის (იტალია)

უმუშევარია 2018 წლის 13 ივლისიდან (ბოლო კლუბი: ჩელსი)

 

 

ჩელსისთან კეთილად დაშორება ვერ გამოვიდა. გათავისუფლების შემდეგ, იტალიელმა საკომპენსაციოდ თავიდან 13 მილიონი ევრო მოითხოვა, შემდეგ კი ეს თანხა 23 მილიონამდე გაზარდა. შემოდგომაზე მას რეალი დაუკავშირდა და სეზონის ბოლომდე შესთავაზა კონტრაქტი. კონტემ საკუთარი პირობები წამოაყენა: სამწლიანი ხელშეკრულება, ხუთი ასისტენტი და თავისუფლება ტრანსფერების საკითხში.კლუბმა ეს ვარიანტი არ მიიღო და ანტონიო დასასვენებლად ეგვიპტეში წავიდა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე რომასა და ინტერის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, მაგრამ მტკიცედ თქვა: ზაფხულამდე ვერსად მიხილავთო.

 

ჟოზე მოურინუ. 55 წლის (პორტუგალია)

უმუშევარია 2018 წლის 18 დეკემბრიდან (ბოლო კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი)

 

 

პორტუგალიაში დაბრუნებისას, მოურინიუ შვილთან ერთად პირველ რიგში მშობლიური კლუბის, ვიტორია სეტუბალის მატჩს დაესწრო. იანვარში ის ტელეარხ  beINSPORTS-ზე მიიწვიეს, რომელიც პარი სენ-ჟერმენის მფლობელს, ნასერ ალ-ხელაიფის ეკუთვნის.მერე პორტუგალიელი რუსეთში ჩავიდა, ავანგარდისა და ასკ-ს ჰოკეის მატჩს დაესწრო და თავისი წაქცევით მთელი სპორტული სამყარო გაახალისა.ბოლო დრომდე მიაჩნდათ, რომ რეალიდან გათავისუფლებულ სანტიაგო სოლარის „განსაკუთრებული“ შეცვლოდა, მაგრამ ვაკანტური ადგილი ზინედინ ზიდანმა დაიკავა.

ლორან ბლანი. 53 წლის (საფრანგეთი)

უმუშევარია 2016 წლის 22 ივნისიდან (ბოლო კლუბი: პსჟ)
ლორან ბლანი თითქოს უკვე ყველას მიავიწყდა. პარი სენ-ჟერმენიდან წასვლის შემდეგ მას არცერთ  წინადადებაზე უპასუხია. დადიოდა ხმები თითქოს ინტერი და ლილი ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ლორანმა მათ უარი უთხრა. მერე არც თურქულ და აშშ-ის ვარიანტებზე დათანხმდა. ბლანი სანკტ პეტერბურგის ზენიტშიც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, მაგრამ რაღაცაზე ვერ შეთანხმდა კლუბის მფლობელებთან. 2018-ის დეკემბერში, მოურინიუს მანჩესტრიდან დათხოვნის შემდეგ, მედიაში მისმა გვარმაც გაიელვა, თუმცა მანკუნიანელებმა არჩევანი ოლე გუნარ სულშერზე გააკეთეს. ჯერჯერობით ის  L’Equipe-სათან თანამშრომლობს ექსპერტად.


 

ხულენ ლოპოტეგი. 52 წლის (ბოლო კლუბი: მადრიდის რეალი)

უმუშევარია 2018 წლის 29 ოქტომბრიდან

 

რეალში დანიშვნამ, რომელმაც მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კარი მიუხურა, წარმატებული ვერ გამოდგა. „სამეფო კლუბში“ მხოლოდ სამი თვე იმუშავა და ბარსელონასთან კლასიკოში 1:5 წაგების შედეგ გაათავისუფლეს.ხულენი ამბობდა, პაუზის აღბა არ მინდა და უცხოეთშიც სიამოვნებით ვიმუშავებდიო. რომასა და ბაიერნის შეთავაზებები დაუდასტურებელი დარჩა. თავად ინგლისურ პრემიერლიგაში უნდოდა ძალების მოსინჯვა, მაგრამ ესეც ჭორების დონეზე დარჩა.მარტში ლოპოტეგიმ რეალს საკომპენსაციო 28 მილიონი ევრო მოსთხოვა, თუმცა შემდეგ მისმა აგენტმა, კარლოს ბუსერომ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა: მხარეებს ერთმანრთთან პრეტენზია არ აქვთო.


 

არსენ ვენგერი. 69 წლის (ბოლო კლუბი: არსენალი)

 

უმუშევარია 2018 წლის 30 ივნისიდან

 

ლეგენდარული არსენი კვლავაც უარს ამბობს სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე. ერთი ხანი მის ხახელს პარი სენ-ჟერმენს უკავშირებდნენ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ალ-ხელაიფიმ უარყო ეს ხმები. შემდეგ, ცოტა ხნით თავის beINSPORTS-ში დაასაქმა ექსპერტად. ახლა ვენგერი თავისი მოღვაწეობის ნაყოფით ხარობს. მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ახლა კი ლიბერიის პრეზიდენტმა ჯორჯ ვეამ ის თავისი ქვეყნის უმაღლესი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. გასულ თვეში კი, პროფესიული მიღწევებისთვის  Laureus World Sports-ის პრემია გადასცეს.იმსაც ამბობდნენ, ვენგერმა შეიძლება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ან რომელიმე ტოპ-კლუბში ხელმძღვანელი პოსტი დაიკავოსო. თუმცა, ჩანს, არსენს ჯერ სამწვრთნელო კარიერის  გაგრძელება სურს.