18-წლამდელები: მარცხი ავსტრიაში

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა (არაუმეტეს 2001 წელს დაბადებულებისა) ამხანაგური მატჩი გამართა ავსტრიაში, მასპინძელ თანატოლთა ნაკრებთან და 1:3 წააგო. 

ქართველთაგან ერთადერთი გოლი ცენტრალურმა მცველმა ივა გელაშვილმა გაიტანა. თავურით, გიორგი მოისწრაფიშვილის ჩაწოდებული კუთხურის მერე...

 

საინტერესოა, რომ ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

 

მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: კუტალაძე - გელაშვილი, კალანდაძე, ჯანგიძე - კაპანაძე, მექვაბიშვილი, მესიაჩენკო, მოისწრაფიშვილი, აზაროვი - გულიაშვილი, იაკობიძე

 

შეცვლაზე შევიდნენ: ნონიკაშვილი, ხარაიშვილი, ჩიხრაძე, გაგნიძე, აწყურელი

 

გოლები: 1:0 შტაიგერი (4), 1:1 გელაშვილი (9), 2:1 ჰანი (13), 3:1 შიოფლი (39)




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.