რომში დანაკლისით

მადრიდელები სტადიო ოლიმპიკოზე დანაკლისით გავლენ 

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, მადრიდის რეალი რომას ესტუმრება. როგორც მადრიდელთა ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ, ბლანკოსს კაზემირო არ ეყოლება. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელს ტერფის დაზიანება აქვს.

 

კაზემიროს გარდა მადრიდელებს რეგულონი და ნაჩო ფერნანდესი დააკლდებათ. მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელმა 17 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. როგორც ესპანურ მედიაში ვკითხულობთ, მე-14 ნომერი გუნდს ლა ლიგის მომედვნო ტურში დაუბრუნდება.

 

ამ მომენტისთვის რეალსაც და რომასაც 9-9 ქულა აქვთ და 1-2 ადგილებს იყოფენ. მე-3 პოზიციას 4 ქულით ცსკა იკავებს, ბოლო ადგილზე კი ვიქტორია პლზენია. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ჩეხებმა მხოლოდ 1 ქულას მოუყარეს თავი.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.