მესი ტრავმირებულია

არგენტინის ნაკრებს კაპიტანი დაემტვრა

 

ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს მაროკოს წინააღმდეგ ჩასატარებელ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

 

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის Twitter-ის გვერდის ცნობით, ვენესუელასთან ჩატარებულ შეხვედრაში, ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულმა გულმკერდის არეში ტრავმა მიიღო. ბლაუგრანას კაპიტნის გარდა, შემდეგ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას გონსალო მარტინესიც ვერ მიიღებს, რომელსაც ფეხის კუნთის დაზიანება აწუხებს.

 

ალბისელესტეს კაპიტანი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, პირველად სწორედ ვენესუელასთან - 1:3 წაგებულ შეხვედრაში დაუბრუნდა. მატჩი მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე შედგა.

 

მაროკოსა და არგენტინის ნაკრებების ამხანაგური დაპირისპირება 26 მარტს გაიმართება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.