ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

დღეს, 24 მარტს ჰარუ ბაშოს დასკვნითი მეთხუთმეტე შეჯიბრი გაიმართა, სადაც ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, ტაკაკეიშოს შეხვდა და დამარცხდა. აქედან გამომდინარე ქართველმა სპორტსმენმა ტიტული დაკარგა და სეკივაკედ ჩამოქვეითდა.

 

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გორგოძის ბალანსი 7:8 გახდა. სათქმელია, რომ მისმა მეტოქემ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ოძეკის ტიტული მოიპოვა.