მანჩესტერმა 150 მილიონი გადადო

მანკუნიელები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშის გადაბირებას აპირებენ. 

მანჩესტერ იუნაიტედი ნაპოლიდან კალიდო კულიბალის შეძენას აპირებს. ცნობილია, რომ წითელი ეშმაკების მესვეურები მზად არიან სენეგალელში 150 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

 

არახალია, რომ მანკუნიელებს დაცვის სერიოზულად გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი. კულიბალის შეძენას ბრიტანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდნენ, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა მცველი არსად გაუშვა. აქვე გეტყვით, რომ 26-ე ნომრის გარდა ინგლისელებს იან ვერტოგენზე და მილან შკრინიარზეც აქვთ თვალი დადგმული.

 

კულიბალი ნაპოლიში 2014 წელს გენკიდან დაახლოებით 7 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა და დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად ითვლება.