კანკავამ მეორეზე გადაინაცვლა

კაპიტანს ახლა მხოლოდ კახა კალაძე უსწრებს 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში კაპიტანი ტრადიციულად ჯაბა კანკავა გახლდათ. სათქმელია, რომ აღნიშნულ თამაშში მან გუნდი მოედანზე  43-ედ გაიყვანა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ნახსენები შედეგის დასაფიქსირებლად ნახევარმცველს 79 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

 

აქამდე ჩვენებური 42-ჯერ კაპიტნობით გიორგი ნემსაძესთან ერთად 2-3 ადგილებს იკავებდა. რაც შეეხება პირველ პოზიციას, ის კახა კალაძეს ეკუთვნის. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა ნაკრების მაისური 83-ჯერ მოირგო და აქედან 50-ჯერ კაპიტნის სამკლაურით.

 

კანკავაზე კი გეტყვით იმას, რომ ჩვენს გუნდს იგი 2012 წლიდან კაპიტნობს. სულ მის ანგარიშზე 79 ჩატარებულ მატჩში 9 გატანილი გოლია.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.