ოქრის მომავალი გარკვეულია

კახა ბერიძე დუბლინიდან

არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვლადიმირ ვაისი და ათამაშებს თუ არა თორნიკე ოქრიაშვილს ირლანდიასთან დაპირისპირებაში, რომელიც 23 მარტს შვეიცარიასთან მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილი ამბავია, რომ ის კარიერას კვიპროსულ ანართოსისში გააგრძელებს.

 

როგორც გავიგეთ, შვეიცარიასთან მატჩამდე ოქრიაშვილი თემურ ქეცბაიას შეხვდა, რომელიც ანართოსისს სულ მალე ჩაიბარებს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ოქრიაშვილი ანართოსისთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

 

ბოლოს თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარში ირიცხებოდა, საიდანაც შარშან დეკემბერში წამოვიდა და დღემდე უკლუბოდ არის.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.