ანანიძემ მეტოქე ენით დაიჭირა

ჯანომ შერი სიკვდილს გადაარჩინა

საქართველო-შვეიცარიის მატჩის 24-ე წუთი. ჯიმი ტაბიძე და ფაბიენ შარი ბურთისთვის ახტნენ, თუმცა თავით შეეჯახნენ ერთმანეთს და... ის მომენტი სტუმარი ფეხბურთელისთვის შესაძლო იყო ფატალურად დასრულებულიყო რომ არა... ჯანო ანანიძე. 

ტრიბუნიდან კარგად არ ჩანდა, სამაგიეროდ კი კარს უკან მყოფმა ირაკლი გედენიძის ობიექტივმა დააფიქსირა, როგორ დავარდა ნიუკასლის შცვეიცარიელი მცველი გათიშული მოედანზე. იქვე მყოფმა ჯანომ  წამშივე იაზრა და შერის ენა დაუჭირა-დაუფიქსირა...

 
„არაფერი მახსოვს. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი.  ყბა ახლაც მტკივა, შუბლზე კი დაზიანება მაქვს“, - უთხრა შვეიცარიული "ბლიკის"  ჟურნალისტებს ჯანომ შეჯახების ეპიზოდის განმეორებით ნახვისას. 

მძიმე ტრავმის მიუხედავად შერიმ თამაში გააგრძელა, მაგრამ გაუჭირდა. თავის ტკივილი ნამატჩევს უფრო გაძლიერდა და ექიმებმა ძლიერმოქმედი გამაყუჩებლები მისცეს. შიშობენ, რომ შარის დანიასთან მომდევნო სანაკრებო და არსენალთან საკლუბო მატჩის გამოტოვება მოუწევს. 

"ქართველმა გმირმა ჯანო ანანიძემ შარი ენის გადაყლაპვისგან იხსნა", - ასე დაასათაურა ამ ეპიზოდისადმი მიძღვნილი ცნობა სანმა. იგივეს იმეორებს შვეიცარიული პრესა და ჯანოს დამსახურებას აღნიშნავს. სადაც სამართალია, სხვა თუ არაფერი, ჯანოს ერთი დიდი მადლობა თავად შარისგანაც ეკუთვნის...


ანანიძის აღნიშნულ საქციელს ევროპული სხვა ევროპული გამოცემებიც გამოეხმაურენ:


BBC: Euro 2020: შვეიცარიელ ფეხბურთელთან დასახმარებლად ქართველმა მიირბინა.

L'equipe: ჯანო ანანიძემ (საქართველო) ფაბიან შერს (შვეიცარია) დახმარება აღმოუჩინა.

Evening Standard: საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ფაბიან შერის დასახმარებლად მიიჩქარის...

Sportbible: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გონდაკარგული ფაბიან შერი დაღუპვას გადაარჩინა.

Championat.com: ჯანო ანანიძემ საქართველო მარცხისგან ვერ იხსნა. მან ადამიანის სიცოცხლე იხსნა

Sport-express: ჯანო გმირია. ანანიძემ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი გადაარჩინა.



მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.