ტოტენჰემი ძაღლებსაც მოემსახურება 

ლონდონელთა სტადიონზე შინაური ცხოველებისთვის საპირფარეშო განთავსდება 

 

 

ტოტენჰემ ჰოტსპურსი ახალ სტადიონს აშენებს, რომლის ბიუჯეტიც მილიარდ დოლარს აღემატება. პრემიერლიგის ბინადარი კლუბი გულშემატკივარს ახალ არენაზე საინტერესო სიახლეს სთავაზობს.

 

ტოტენჰემის საშინაო არენაზე გასამართ მატჩებზე მისულ ქომაგებს, შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ძაღლებისთვის სპეციალურად გამოყოფილი საპირფარეშოთი ისარგებლონ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გულშემატკივრები საკუთარი ძაღლებისთვის სტადიონის ორ კუთხეში განთავსებულ საპირფარეშოს გამოიყენებენ.

 

 

ლონდონური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 62 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომლის ძირითადი ნაწილის მშენებლობაც 700 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა, მსოფლიო კლასის სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ტოტენჰემის სტადიონი მსოფლიოში პირველი თანამედროვე სტანდარტების არენა იქნება, რომლის მოედნის ზედაპირის გადაადგილება და სხვადსხვა ტიპის საფეხბურთო მატჩების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

 

 

წინა კვირაში ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალი სტადიონის კარი გულშემატკივრისთვის პირველად 3 აპრილს გაიხსნება და ის პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩს ტოტენჰემსა და კრისტალ პალასს შორის უმასპინძლებს.