18–წლამდელების რევანში ავსტრიაში

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა (არაუმეტეს 2001 წელს დაბადებულების) ავსტრიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 1:0 მოიგო.

ქართველთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა: არეულობაში საბურთალო 2–ის ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა გაიტანა. შეტევა ცოტნე კაპანაძემ დაიწყო, მერე ბექა ხარაიშვილმა ძელს მოარტყა ბურთი და გულიაშვილმა დამატებაზე იმარჯვა.

 

შეგახსენებთ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ამხანაგური 1:3 წააგო, ამჯერად კი რევანში გამოუვიდა.

 

 

ავსტრია – საქართველო 0:1

 

გოლი: 0:1 გულიაშვილი (2)

 

გაძევება: კაპანაძე (90+4)




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.