8 წლის წინ - დაუვიწყარი მოგება ხორვატიასთან

2011 წლის 26 მარტს, ზუსტად 8 წლის წინ საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჯვაროსნებმა დინამო არენაზე ხორვატიის ნაკრები 1:0 დაამარცხეს. ხორვატები მაშინ მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზე იყვნენ და მათი მომგები გუნდი ძნელად თუ მოიძებნებოდა. სათქმელია, რომ ხორვატებს ზედიზედ 14 შეხვედრა არ ქონდათ წაგებული.

 

მაშინ ჩვენს ნაკრებს თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელისთვის აღნიშნული შეხვედრა ჯვაროსნების თავკაცის პოსტზე საიუბილეო მეათე და ამავდროულად ყველაზე წარმატებული გამოდგა.

 

 

თამაში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართა. ხორვატები რათქმაუნდა ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულნი, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ მასპინძლები უბრძოლველად არაფერს დათმობდნენ, ასეც მოხდა.

 

მატჩის გადამწყვეტი მომენტი 90-ე წუთზე დადგა. ჯაბა კანკავას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ბურთი შეცვლაზე შემოსულ ოთარ მარცვალაძეს მიუვიდა, რომელმაც მცველი მოატყუა და ლევან კობიაშვილს უპასა. კობიმაც არ დაახანა და ერთი შეხებით ბურთი სტუმართა კარში გადაგზავნა. ყვირილი, სიხარულის ცრემლები, უსაზღვრო ემოცია და საერთოდ ყველაფერი, რაც ფეხბურთისგან გამოწვეულ სიხარლს ახლავს თავს, ამგოლის შემდეგ უზომოდ ჭარბობდა. 

 

 

2011 წლის 26 მარტის ღამეს საქართველოში დიდი ზეიმი იყო. ყველა ნაკრების გამარჯვებაზე საუბრობდა და გულშემატკივრებში ოპტიმიზმმაც იმატა. აბა როგორი წარმოსადგენია, როცა საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგის მერვე ადგილოსან გუნდს უგებს. უგებს ბრძოლით, დამსახურებულად და რაც მთავარია სავსე სტადიონის ფონზე.

 

სამწუხაროდ მას შემდეგ ჯგუფში საქმე საკმაოდ ცუდად წავიდა. დარჩენილი ხუთიდან ჯვაროსნებმა 4 წააგეს და 1 ფრედ ითამაშეს, ისიც მალტასთან. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიას, რომელსაც 3 დღის წინ ვუმასპინძლეთ ამ დროისთვის მსოფლიოში მერვე ნაკრებად ითვლება, თუმცა აღნიშნულ მატჩში სამწუხაროდ 0:2 დავმარცხდით.