ვაისი: ცოცხალი კედელი არასწორად იდგა

კახა ბერიძე დუბლინიდან

ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ირლანდიის ნაკრებმა საქართველოს მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო და ჯგუფში გალიდერდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს და ჯგუფის ფსკერზე უქულოდ არიან, ხოლო ირლანდიასთან უკვე მეცხრედ წააგეს.

 

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისი ნიწრამხდარი ჩანდა.

 

„პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიის ნაკრებს გამარჯვებას. მათ პირველ ტაიმში მაღალი ტემპი შემოგვთავაზეს და ჩვენც ავყევით, რაც შეეხება გოლს, ჰორიჰანმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა. მიმაჩნია, რომ ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა. პირველ ტაიმის მიწურულსაც და მეორეშიც შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

 

მართალია ორი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ჯგუფში ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ირლანდიელი ფეხბურთელები ინგლისის პრემიერლიგაში და ჩემპიონშიპში ირიცხებიან, ჩვენი ფეხბურთელები კი ამ ეტაპზე მაღალი დონის ჩემპიონატებში არ თამაშობენ. დარჩენილ მატჩებში ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.

 

ჩაჯვეტაძის არყოფნა ამ მატჩებში დიდად დაგვეტყო. მის ტრავმას განვიცდი. საქართველოს ნაკრების მაინც ბოლომდე მჯერა.