პუიოლი: რამოსი? მსოფლიოში საუკეთესო მცველი პიკეა!

ბარსელონას ვეტერანი კაპიტანი ყოფილ პარტნიორს აქებს და წარმატების გასაღებს უწოდებს

ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ძველი თანაგუნდელისა და პარტნიორის ჟერარდ პიკეს შესახებ საინტერესო რამ თქვა. კატალონიური გრანდის ვეტერანი ცენტრალური მცველის აზრით, პიკე ამ მომენტისთვის საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.

"მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჟერარდ პიკეს მივიჩნევ, ამაზე არც კი ვკამათობ.

ის თუ სერხიო რამოსი? რა თქმა უნდა პიკე!

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებული სტილი გვაქვს, პიკე უფრო ძლიერ დამცველია, ვიდრე მე ვიყავი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამჟამად ის პლანეტის საუკეთესო მცველია.

ჟერარდი ბარსელონას წარმატების გასაღებია. ის ლიდერი და ასევე კარგი მეგობარია".-თქვა 40 წლის ესპანელმა.


პუიოლი და პიკე ბარსელონას კარის უსაფრთხოებაზე ერთად 2008-14 წლებში ზრუნავდნენ.

პუიოლი ბარსელონას აკადემიის აღზრდილია, ძირითად გუნდში კი 15 წელი აქვს გატარებული. გამოცდილ ესპანელ მცველს საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველა შესაძლო ტიტული, თანაც არაერთხელ მოუგია.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.