პროგნოზი: ბაიერნი-ბენფიკა

ჩემპიონთა ლიგა

 

ბაიერნი-ბენფიკა

 

დრო: 27 ნოემბერი, სამშაბათი, 23:59

 

სტადიონი: ალიანს არენა (მიუნხენი)

 

მსაჯი-დანიელე ორსატო (იტალია, 43)

 

ბენფიკას E ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული სჭირდება. გუნდმა ალიანს არენაზე ჩემპიონთა ლიგის ხუთჯერ მომგები გუნდი ხომ უნდა დაამარცხოს და აიაქსის მიერ აეკის ვერ დამარცხებაზეც უნდა იოცნებოს. ამასთან, არწივებს ჩემპიონთა ლიგაში არასდროს დაუმარცხებიათ ის გერმანული კლუბი, რომელიც მეხუთე ტურის წინ გათამაშებას ლიდერობდა.

 

მიუხედავად მეტოქის დიდი და გამოხატული უპირატესობისა, პორტუგალიის ვიცე-ჩემპიონი უშანსოდ არ იმყოფება, რისი ფიქრის საფუძველსაც ნიკო კოვაჩის გუნდის ამ სეზონში ასპარეზობა იძლევა.

 

რეკორდმაისტერი ბოლოდროინდელი გამოსვლის ფონზე ბუნდესლიგაში მისი დაუმარცხებელი სტატუსის დაკარგვასთან ახლოსაა, გუნდი 12 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზე იმყოფება. ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური მატჩი, რომელიც მოქმედმა ჩემპიონმა ჩაატარა, შაბათს შედგა და წითლებმა საშინაო არენაზე დიუსელდორფთან 3:3 ითამაშეს. ამგვარად, ბავარიელებმა ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურში მინიმუმ 3 გოლი გაუშვეს.

 

ურთიერთშეხვედრები:

გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებამდე ხუთ ორრაუნდიან დაპირისპირებაში შეხვდნენ, რომლიდანაც 9 ბაიერნმა მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა. 

 

ბოლო მატჩი რამდენიმე კვირის წინ, ლისაბონში შედგა და იქ გერმანელებმა არწივები რობერტ ლევანდოვსკისა და რენატო სანჩესის გოლებით 2:0 დაამარცხეს.  

 

პროგნოზი: 

მასპინძლები შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ძალიან ახლოს არიან და მათ ჯგუფში ჩარჩენის მიზერული შანსი აქვთ, თუმცა აქ დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა ბაიერნმა პირველი ადგილი დაკარგოს.

 

გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ბოლო მატჩებში წარუმატებლობის გამო, ბენფიკასთან გამარჯვებას და ბოლო ტურის წინ საქმის გაადვილებას შეეცდება. ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ბენფიკას გამოცდილი ბრაზილიელი თავდამსხმელის ჟონასის მშვენიერი სათამაშო ფორმა, რომელმაც ტრავმისგან განკურნებისა და მოედანზე დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო. ამ უკანასკნელმა ბენფიკასთვის გოლი პორტუგალიის თასის 1/16-ფინალშიც გაიტანა (2:1). 

 

ბაიერნი მოიგებს @1.30 


შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.55