პროგნოზი: რომა-რელი​

რომა-რელი​

 

დრო: 27 ნოემბერი, სამშაბათი, 23:59

 

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი, 36)

 

G ჯგუფში პირველადგილოსანის ბედი სტადიო ოლიმპიკოზე გასამართ მეხუთე ტურის შეხვედრაში გადაწყდება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი რეალი და ნახევარფინალისტი რომა დაუპირისპირდებიან.

 

ორივე გუნდი 4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, 3-3 მოგებას და შესაბამისად 9-9 ქულას ფლობს. ორივე მათგანს მესმაეადგილოსან მოსკოვის ცსკა-სთან 5-ქულიანი უპირატესობა აქვს.

 

როგორც ჩანს, სანაკრებო პაუზამ ორივე გუნდზე ცუდად იმოქმედა. ჯალოროსო სერია ა-ში უდინეზესთან მინიმალური სხვაობით (0:1) დამარცხდა, ხოლო სამეფო კლუბი ლა ლიგაში ეიბართან სენსაციურად (0:3) დაეცა და სანტიაგო სოლარის ოთხმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა.

 

ურთიერთშეხვედრები

 

ეს ორი გუნდი ბოლო წლებში ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ხვდება.

 

ეს მატჩი 2014 წლიდან მოყოლებული მეშვიდე ურთიერთშეხვედრა იქნება. მადრიდელებმა აქედან ბოლო ოთხი მოიგეს. ბოლო მატჩი 19 სექტემბერს შედგა და მასში რეალმა ისკოს, გარეთ ბეილისა და მარიანო დიასის გოლებით იმარჯვა. 

 

პროგნოზი:

სანტიაგო სოლარის თაოსნობით ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან 4-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. რეალის ახალ მწვრთნელს წინ პირველი სერიოზული გამოცდა უწევს-ეიბართან მძიმე მარცხის შემდეგ, ესპანელები ჩემპიონთა ლიგაში რომას უპირისპირდებიან.

 

რეალს იტალიის დედაქალაქში იოლი გასეირნება არ ელის, რადგან რომა შინ შესანიშნავად გამოიყურება და საკუთარ კედლებში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან ყველა მოიგო. მათ შორის ბარსელონასა და ჩელსისთან (3:0) წინა სეზონში.  

 

ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა პირველ ტურში რეალთან რთული მარცხის შემდეგ, ზედიზედ სამჯერ მოგება შეძლეს.

 

რომა მოიგებს ან მატჩი ფრედ დასრულდება @1.74 


რომა კარს მშრალად შეინახავს @4.20