როგორ იშოვება მილიონი...

გაგიგიათ ასეთი კლუბი – რაიო მახადაონდა? ახლა კი ბევრი გაიგებს: ეს კლუბი მილიონ ევროს მიიღებს ლუკას ერნანდესის აღზრდის საკომპენსაციოდ.

საფრანგეთის ნაკრების მცველი მადრიდის ატლეტიკოდან მიუნხენის ბაიერნში გადავიდა. ბუნებრივია, კონტრაქტი ზაფხულიდან შედის ძალაში და კონტრაქტის საფასური 80 მილიონი ევროა. ამ 80 მილიონიდან კი ერთი მილიონი მოკრძალებული რაიო მახადაონდასი იქნება.

 

ამასთან, ამ პატარა კლუბმა ატლეტიკოსთან გააფორმა ხელშეკრულება. როხიბლანკოს უპირატესი უფლება ექნება რაიო მახადაონდადან ფეხბურთელის წაყვანისა. ამასთან, რაიოს შეუძლია, სეზონში რამდენიმე მატჩი ატლეტიკოს საშინაო სტადიონზე, ვანდა მეტროპოლიტანოზე გამართოს.

 

ასეა. გაზრდი? გიფასდება.