უეფა ირლანდიელებს დასჯის?

უეფამ, შესაძლოა, ირლანდიის საფეხბურთო ასოციაცია დააჯარიმოს. საქმე ეხება ირლანდია–საქართველოს მატჩის (1:0) დროს მომხდარს.

დუბლინის ავივას ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. თამაში შეწყდა კიდეც. ირლანდიელმა ფანებმა ჩოგბურთის ბურთები ისროლეს. ისინი გამოხატავდნენ პროტესტს ირლანდიის საფეხბუღთო ასოციაციის აწ უკვე ექს–დირექტორის, ჯონ დილანის მიმართ. დილანი წინა კვირას გადადგა პოსტიდან, მაგრამ ასოციაციის სტრუქტურაში დარჩა.

 

უეფას საიტზე წერია, რომ დუბლინის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს 16 მარტს განიხილავენ.     

 

ისე, ირლანდიის ნაკრებისა და ჩელსის ყოფილმა შემტევმა დემიენ დაფმა ფანები გააკრიტიკა:

 

„ვფიქრობ, არასწორ დროს გამოხატეს პროტესტი. საქართველომ კინაღამ გაგვიტანა. ფანებმა მსაჯს საბაბი მისცეს, რომ ოთხი წუთი დაემატებინა თამაშისთვის“.