პიკეს უხამსი ხუმრობა

ბარსელონას ფეხბურთელი რეალის ქომაგებს ძალზედ გაანაწყენებდა

ბარსელონას ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ სანაკრებო კარიერა შარშან ოქტომბერში დაასრულა. ჩემპიონატებში,  ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებით გამოწვეული სანაკრებო პაუზის გამო პიკეს მოცალეობის პერიოდი ჰქონდა და ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემას სტუმრობდა, რომელსაც La Resistencia ეწოდება.

 

  პიკეს მწვავე კითხვებზე მოუხდა პასუხების გაცემა. მაგალითად შოუს წამყვანი დაინტერესდა თუ ამ თვეში რამდენჯერ ჰქონდა მას სექსი. პიკემ კი კითხვაზე კითხვითვე უპასუხა - „და ბერნაბეუ ითვლება“?

 

 

პიკემ ასევე ბარსელონას კიდევ ერთ გუნდზე ესპანიოლზეც იხუმრა - „მე უფრო მეტი ფული მაქვს, ვიდრე ესპანიოლის წლის ბიუჯეტი შეადგენს“.

 

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი 27 თებერვალს და 2 მარტს ჯერ სსამეფო თასის ნახევარფინალში, შემდეგ კი ჩემპიონატის მატჩში ზედიზედ ორჯერ დაამარცხა. რაც შეეხება ესპანიოლს, ბარსელონა მას ლა ლიგის მორიგ ტურში დაუპირისპირდება.