მუნდიალების ისტორიაში ყველაზე უხეში მატჩი (+Video)

1974 წელი, დორტმუნდი. მუნდიალის ნახევარფინალი. ჰოლანდიამ ორი იოჰანის გოლით დაამარცხა ბრაზილია – 2:0. ნეესკენსმა და კრუიფმა გაიტანეს.

ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე უხეში მატჩი. ყურადღება არ მიაქციოთ იმას, რომ მსაჯმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გააძევა და სამი კაცი გააფრთხილა. იმ დროს ასე მასიურად სად აფრიალებდნენ ბარათებს... გაძევებაც ძალიან უცხო ხილი იყო. წითელი ბრაზილიელ ლუის პერეირას უჩვენეს, ისიც ბოლოს, 84–ე წუთზე.  

 

მსაჯი გახლდათ გერმანელი კურტ შენშერი და შემდეგ საუბრობდნენ, სპეციალურად „დაახოცინა“ ფეხბურთელებს ერთმანეთი, რომ ფინალში თანამემამულეებისთვის დაღლილ–დამტვრეული მეტოქე შეეჩეჩებინაო. როგორც იცით, ფინალში გფრ ჰოლანდიას შეხვდა და 2:1 მოიგო.

 

აქვე, ვიდეოც: