ელიგა 2: გოლები, წითლები, პირველი მოგებები

განახლდა საქართველოს ჩემპიონატი და გაიმართა ეროვნული ლიგა 2–ის მეოთხე ტური. მოულოდნელი არაფერი მოხდარა. ზოგადად, ლიდერთა ჯგუფი იმდენად არა, მაგრამ აუტსაიდერები გამოიკვეთნენ: ზუგდიდი, გურია და კოლხეთი საკმაოდ სუსტები არიან. ასეა შემადგენლობის მიხედვით და ასეა ცხრილშიც.

ცხინვალი ქობულეთის შუქურასთან აგებდა, მაგრამ თამაში მოატრიალა და იმარჯვა. აღსანიშნავია დათა სიჭინავას ლამაზი გოლი: მშვენივრად შეასრულა საჯარიმო.

 

თბილისის მერანმა დებიუტი ჩაუმწარა კახა გოგიჩაიშვილს, რომელიც ზუგდიდის მტავარი მწვრთნელი გახდა. მერანმა ბოლო 15 წუთში გაიტანა სამი გოლი და აქედან ორი იაგო დეისაძემ მიითვალა – 0:3. დეისაძე შარშანაც გუნდის აშკარა ლიდერი იყო.

 

სეზონში პირველი მოგება მიითვალეს თბილისურმა კლუბებმა: გაგრამ და შევარდენმა. გაგრამ ლანჩხუთის გურიას გურიასვე ექს–ფეხბურთელებით, კობა შალამბერიძისა და ზვიად მეტრეველის გოლებით 2:0 აჯობა. შევარდენმა კი, რომელსაც ამ ტურამდე ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი, ერთბაშად 6 გაუტანა ფოთის კოლხეთს – 6:2. ფოთელებმა 70 წუთი 10 კაცით ითამაშეს, 0:0–ზე გაუძევეს მეკარე გიგო აბულაშვილი...    

 

სხვათა შორის, შევარდენი–კოლხეთი თბილისის ზღვასთან მდებარე ზესტაფონის ბაზაზე გაიმართა. პირველად მოხდა, რომ ამ ბაზაზე ჩემპიონატის მატჩი ჩატარდა. კარგი მინდორია, თამაში ნამდვილად სასიამოვნოა.  შევარდენი იქ უმასპინძლებს მეტოქეებს.

 

და კიდევ, თელავი და სამტრედია კახეთში ფრეზე გაეყარნენ – 1:1. გოლები შვიდწუთაინ მონაკვეთში გავიდა. შოთა კერძევაძემ მეკარის მოგერიებულს დაამატა, ირაკლი რუხაძემ კი თავურით გაათანაბრა. თელაველებმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ითამაშეს, მაგრამ არ წააგეს.  

 

ცხინვალი – შუქურა 2:1

 

გოლები: 0:1 ჩელებაძე (11), 1:1 სიჭინავა (45), 2:1 ლ.ქურდაძე (48)

 

გაძევება: სანაშვილი (88, შუქურა)

 

ზუგდიდი – მერანი 0:3

 

გოლები: 0:1 დეისაძე (76), 0:2 დეისაძე (85), 0:3 ჩუკვურა (90+2)

 

შევარდენი – კოლხეთი 6:2

 

გოლები: 1:0 ჩუმაკი (24 პენ), 2:0 ჩუმაკი (33), 2:1 გოროზია (48), 3:1 ბატალსკი (56), 4:1 ბატალსკი (63), 5:1 ივანიაძე (73), 5:2 გ.ხორხელი (85), 6:2 მაიდანევიჩი (90)

 

გაძევება: აბულაშვილი (23, კოლხეთი)

 

გურია – გაგრა 0:2

 

გოლები: 0:1 შალამბერიძე (32), 0:2 მეტრეველი (65)  

 

თელავი – სამტრედია 1:1

 

გოლები: 0:1 შ.კერძევაძე (51), 1:1 რუხაძე (58)

 

გაძევება: ბერიაშვილი (49, თელავი)  

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.