ვენგერს გრანდში იწვევენ

არსენ ვენგერს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ეპატიჟება

არსენ ვენგერმა შესაძლოა მიუნხენის ბაიერნი ჩაიბაროს. საქმე იმაშია, რომ რეკორდმაისტერთა მესვეურები ნიკო კოვაჩის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და სურთ, რომ ხორვატი სპეციალისტი არსენალის ყოფილი დამრიგებლით ჩაანაცვლონ.

 

ეს სეზონი ბაიერნისთვის მართლაც რომ ცუდად მიდის. გუნდი ბუნდესლიგაში 21 ქულით მისთვის უჩვეულო, მე-5 ადგილზეა. გარდა ამისა სათქმელია, რომ თამაშის ხარისხიც გუნდისთვის არადამახასიათებელია და უკეთესის სურვილს ტოვებს.

 

რაც შეეხება თავად ვენგერს, მან მაისში 22 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ არსენალი დატოვა. მის სახელს დიდი ხნის მანძილზე მილანსაც უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ხედავთ როსონერის თავკაცი კვლავ ჯენარო გატუზოა.