ფედერერის საიუბილეო

ფინალში შვეიცარიელ მაესტროს მოქმედი ჩემპიონი ჯონ ისნერი ეყოლება

37 წლის ასაკში ის საიუბილეო - 50-ე მასტერსულ ფინალს ითამაშებს, რაც ყველა დროის რეკორდია. დიახ, როჯერ ფედერერს ერთი ნაბიჯი აშორებს კარიერაში 101-ე ATP-ის ტიტული მოიგოს. ნახევარფინალში დენის შაპოვალოვის დამარცხების შემდეგ - 6:2, 6:4, კანადელ ჩოგბურთელს ჰკითხეს თუ რომელი მონაკვეთი იყო მისთვის კარგი ფედერერთან მატჩის დროს რაზეც 19 წლის კანადელმა უპასუხა - „გახურების“.

 

ნიშანდობლივია, რომ ფედერერმა თავისი პირველი მასტერსის ტიტული 2002 წელს სწორედ მაიამიში მოიგო, როდესაც ფინალში ანდრე აგასი დაამარცხა. ისე კი, დღემდე შვეიცარიელ მაესტროს 27 მასტერსი აქვს მოგებული, რაც ჩოგბურთის ისტორიაში მესამე შედეგია. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ფედერერისთვის ეს კარიერაში 154-ე ფინალი იქნება.

 

ფინალში როჯერ ფედერერი ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ამერიკელ ჯონ ისნერს დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში მაიამის მასტერსს მეოთხედ მოიგებს.

 

 

 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.