ხვიჩა კვარაცხელიაზე: ვიცით, რაც შეუძლია

მოსკოვის ლოკომოტივი რუსეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის. სოლომონ კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოსკოვის დინამოს 1:0 აჯობა. ლოკო მეორე ადგილზეა.

კვირკველიამ კარგი მატჩი ჩაატარა. კვარაცხელიაც შევიდა მოედანზე, კერძოდ, 55–ე წუთზე, როცა ანგარიში ჯერ 0:0 იყო. აქტიური იყო ხვიჩა. მართალია, რამდენჯერმე დაკარგა ბურთი, მაგრამ მთლიანობაში ცუდი თამაში არ ჰქონია. ჯერ 18 წლისაა და ასაკის მომატებასთან ერთად, ალბათ, გუნდურობასაც დახვეწს.

 

ლოკომოტივის მწვრთნელმა იური სიომინმა მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ქართველზეც ისაუბრა:

 

„მას შემდგომშიც ექნება პრაქტიკა. 0:0 არ გვაწყობდა. შეტევა უნდა გაგვეძლიერებინა. კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, რამდენიმე კარგი გარღვევა განახორციელა. ვხედავთ, თუ რა შეუძლია მინდორზე. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს კონკურენციას გაუწევს“.     




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.