ბრინჯაოების დღე

თბილისის გრან პრი ძიუდოში

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები შედარებით მოკრძალებული შედეგით დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ, გუშინ ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს, მათ შორის ერთი უმაღლესი სინჯის, ამჯერად კი მხოლოდ ორი ბრინჯაოს ამარა დარჩნენ.

 

 

ოლიმპიურ სასახლეში გაშლილ ტატამზე მედლები 73 და 81 წონით კატეგორიებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრების ღირსებას კი 8  ძიუდოისტი იცავდა. 73 კგ-ში  ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი, ლაშა გიუნაშვილი და გიორგი ჩიხელიძე, ხოლო 81-ში გიორგი კაციაშვილი, ბექა დონგვანი, ტატო გრიგალაშვილი და კობა მჭედლიშვილი.

 

როგორც თავში ავღნიშნეთ, ქართველთაგან კვარლცხბეკზე მხოლოდ ორი სპორტსმენი ავიდა. ვალერი იაშვილი მეორე წრეში მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო და იქ მშვენივრად გაისარჯა. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა კი სულაც გამოცდილ რუს ძიუდოისტს დენის იარცევს მოუგო.

 

 

მეორე ბრინჯაო კი საქართველოს ნაკრების ყულაბაში ტატო გრიგალაშვილმა ჩააჩხრიალა. მან რეპეშაჟის ფინალში კანადელ ანტოინ ფორტიერს აჯობა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.