პროგნოზი: ლივერპული-ტოტენჰემი

პროგნოზი: ლივერპული-ტოტენჰემი 

ლივერპული-ტოტენჰემი

დრო: 31 მარტი, კვირა, 19:30 საათი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი, 31)

სტადიონი: ენფილდი (ლივერპული)

 

სატურნირო მდგომარეობა

ლივერპულს პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში ტიტულის მოგების საუკეთესო შანსი აქვს. ამჟამად გუნდს 76 ქულა აქვს, მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ მანჩესტერ სიტისთან მინიმალური სხვაობა აქვს. ლივერპული 70 გოლის გატანის პარალელურად, თავდაცვითი შესაძლებლობების კარგად გამოვლენასაც ახერხებს და ყველაზე ცოტა - 18 გაშვებული გოლი აქვს. 

 

რაც შეეხება ტოტენჰემს, გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, ახლა ერთადერთი მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნებაა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 61 ქულით მესამეა და არსენალს მხოლოდ ერთით უსწრებს. დეზებმა 63 გოლი გაიტანეს და 39 გაუშვეს.

 

სათამაშო ფორმა

ლივერპულს ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია და ზედიზედ 3 გამარჯვება აქვს.

 

საშინაო არენაზე, ყველა ტურნირზე, ლივერპულმა ბოლო 15 მატჩიდან არცერთი წააგო და 12 მოიგო.

 

სახლში ლივერპულმა ბოლო 4 მატჩიდან 3-ში მეტოქეებს მინიმუმ 3 გოლი გაუტანა.

 

ლივერპულს პრემიერლიგაში ბოლო 36 საშინაო მატჩი არ წაუგია.

 

ლივერპულმა პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩიდან 7-ში მეტოქეებს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

 

ლივერპულის მიერ პრემიერლიგაში, ენფილდზე ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან 7-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ტოტენჰემმა ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

 

ლონდონელებს მეტოქის მოედანზე ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგი აქვთ - 6 მატჩიდან 5 მარცხი და 1 მოგება.

 

ტოტენჰემმა პრემიერლიგაში სტუმრად ბოლო 3 მატჩი წააგო. 

 

ტიტენჰემის მიერ, ინგლისის ჩემპიონატში მეტოქის მოედანზე გამართული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

ლივერპული საშინაო არენაზე ტოტენჰემის წინააღმდეგ ბოლო 24 მატჩიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა და 15-ჯერ იმარჯვა. უკანასკნელად ეს 2011 წელს მოხდა (0:2), მაშინ მერსისაიდელებს კენი დალგლიში თავკაცობდათ.

 

გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ლივერპულმა ტოტენჰემს ბოლო 5 მატჩიდან 4-ში მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

 

ენფილდზე ბოლოს ჩატარებული 7-დან 6 შეხვედრაში მასპინძლებმა მეტოქის კარი მინიმუმ ორჯერ აიღეს.

 

ფაქტები მატჩის შესახებ

პრემიერლიგის ბოლო 36 საშინაო მატჩიდან ლივერპულს არცერთი წაუგია. იმ შემთხვევაში, თუ ლივერპული ამ შეხვედრაში არ წააგებს, ტურნირის არსებობის ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივ წაუგებელ სერიას შემოგვთავაზებს. პირველად ეს ჩელსიმ მოახერხა, როცა 2004-დან 2008 წლის ჩათვლით 86 საშინაო შეხვედრაში არ დამარცხდა, მეორე შედეგს კი მანჩესტერ სიტი 2010-12 წლებში ნაჩვენები შედეგით ფლობს (37).

 

ტოტენჰემის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ენფდილდზე ჩატარებულ მატჩებში ლივერპულის წინააღმდეგ ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა).

 

პრემიერლიგაში 2019 წელს არცერთ სხვა ფეხბურთელს მიუღია იმდენ გოლში მონაწილეობა, რამდენშიც ლივერპულის თავდამსხმელ სადიო მანეს. სენეგალელს მანჩესტერ სიტისა და სერხიო აგუეროსთან ერთად 9 გოლი აქვს გატანილი.

 

დანაკლისი

ლივერპული: გომესი, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი.

ტოტენჰემი: დაიერი, ვინკსი, ორიე.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ლივერპული:  ალისონი (მეკარე); რობერტსონი, ვან დეიკი, მატიპი, ალერქსანდერ-არნოლდი (მცველები); ვეინალდუმი, ფაბინიო, მილნერი (ნახევარმცველები); მანე, ფირმინო, სალაჰაი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია).

 

ტოტენჰემი: ლორისი (მეკარე); ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი (მცველები); სისოკო, ვანიამა, ერიკსენი (ნახევარმცველები); ალი, სონი, კეინი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო (არგენტინა).

 

პროგნოზი

ლივერპული მშვენიერ ფორმაშია, რასაც მის მომავალ მეტოქეზე ვერ ვიტყოდით. მართალია, იურგენ კლოპს ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, თუმცა ახლა პრემიერლიგის პირველად მოგება მერსისაიდელებისთვის უმნიშვნელოვანესია. მანჩესტერ სიტიმ თავისი შეხვედრა უკვე მოიგო, შესაბამისად, ლივერპულს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. დიდი ალბათობით, ლივერპული ამ მატჩს მოიგებს, გოლის გატანას კი ორივე გუნდი მოახერხებს.

 

ლივერპული მოიგებს @1.63

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.75

 

სავარაუდო ანგარიში: 2:1 @8.25