დონარუმას უპატიებელი შეცდომა (ვიდეო)

იტალიელი მეკარის უხეში შეცდომა, რომელმაც მილანს თამაში წააგებინა. 

იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტური მილანისთვის და განსაკუთრებით ჯიჯი დონარუმასთვის საკმაოდ უსიამოვნო გამოდგა. საქმე იმაშია, რომ როსონერი სამპდორიასთან 0:1 დამარცხდა, გოლი კი სწორედ მეკარის უხეშ შეცდომას მოჰყვა. რომანიოლიმ ბურთი დონარუმას დაუგორა, რომელმაც ერთი შეხებით პასის გაკეთება სცადა, რა დროსაც ბურთი დეფრელს მოხვდა და მილანელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.

 

ამ წაგების შემდეგ გატუზოს გუნდს სერია ა-ში 51 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.   

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.