პაპუნაშვილი - ცუდი უკან დარჩა

გიორგი პაპუნაშვილი თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდება სარაგოსაში და ვარჯიშს განაახლებს.

ადრეც ვწერდით, რომ პაპუნაშვილი თბილისში მკურნალობდა საქართველოს ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილთან.

 

გიორგის კოჭის ტრავმა ჰქონდა. მოირჩინა, მაგრამ მერე გაუმიზეზდა. დარტყმის დროს ძალიან უშლიდა.

 

"პაპუ სარაგოსაში სამი დღე ინდივიდუალურად ივარჯიშებს, მერე კი გუნდთან ერთად ინტენსიურად დაიწყებს. იმედი გვაქვს, ხუთშაბათს კადისთან გასვლაზე ისიც გვეყოლება სიაში, თუ არადა, კიდევ მომდევნო ტურში შეეძლება თამაში" - განაცხადა სარაგოსას მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა AS-ს.  

 

პაპუნაშვილმა ბოლოს 25 იანვარს ითამაშა. საერთოდაც, მიმდინარე სეგუნდა დივიზიონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.