ფედერერმა მეორე ასეულში შეაბიჯა

შვეიცარიელმა მოქმედ ჩემპიონს მარტივად აჯობა

ლეგენდარული როჯერ ფედერერი მორიგი, კარიერაში 101-ე ტიტულის გამარჯვებულია.

მაიამის მასტერსის ფინალში, შვეიცარიელმა სპორტსმენმა მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი ჯონ ისნერი ორ სეტში - 6:1, 6:4 დაამარცხა.

მატჩი სულ რაღაც 64 წუთში დასრულდა და ფედერერმა მეტოქეს მარტივად, აუღელვებლად აჯობა. პირველ სეტში, როჯერმა ისნერს შანსი არ დაუტოვა, მეორეში კი ყველაფერს ამერიკელი ჩოგბურთელის ტრავმაც დაერთო და მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერმა გამარჯვება მარტივად მოიპოვა.

"ტურნირზე საოცნებო დასაწყისი მქონდა. ჩემთვის ეს საოცარი კვირა გამოვიდა. მაიამიში პირველად 1999 წელს ვითამაშე და 2019-შიც აქ ვარ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს".-თქვა გამარჯვებულმა ჩოგბურთელმა.

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა ჯონ ისნერამდე გზად რადუ ალბოტი, ფილიპ კრაინოვიჩი, დანილ მედვედევი, კევინ ანდერსონი და დენის შაპავალოვი ჩამოიტოვა.

მაიამის ღია პირველობა ფედერერმა კარიერაში მეოთხედ მოიგო და ერთხელ ფინალში დამარცხდა (2002 წელს).

შეგახსენებთ, ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ინიდვიდუალური ტიტული ამერიკელ ჯიმი კონორსს აქვს მოგებული (109), უახლოესი მდევარი კი სწორედ როჯერ ფედერერი გახლავთ. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.