შენგელია ბასკონიას გამარჯვებაში დაეხმარა

ქართველი კაპიტნის გუნდი მესამე ადგილს იმყარებს 


ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურში, ბასკონიამ ესტუდიანტესს უმასპინძლა და დიდი უპირატესობით - 104:67 მოუგო.

37-ქულიანი სხვაობით გამარჯვებაში თავისი წვლილი გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამაც შეიტანა. ტრავმის შემდეგ მცირე ხნის წინ დსრუნებულმა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, მატჩი სათადარიგო შენადგენლობიდან დაიწყო, თუმცა საბოლოო ჯამში პარკეტზე 17:22 წუთი გაატარა. ამ დროში, 27 წლის ქართველმა ვიტორიელებს 11 ქულა, 3 პასი და 4 მოხსნა შესძინა.

მატჩში საუკეთესო მექულე (17) ბასკონიელთა კიდევ ერთი ფორვარდი ხალენ ხონსე გახდა.

ლიგა ენდესას 27-ე ტურის შემდეგ, ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი 36 ქულას ფლობს და მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას თორნიკე შენგელიას გუნდი 4 აპრილს, უკვე ევროლოგის ეგიდით, მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს.