არც მესი და არც რონალდუ, რეკორდი ბენზემასია

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში, რეალმა უესკას უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. 2:2 იყო როცა 89-ე წუთზე სამი ქულის მომტანი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ გოლით ფრანგმა რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ ამ მომენტისთვის მას ყველა იმ გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი, ვისაც ლა ლიგაში შეხვდა. ბენზემა 34 ესპანურ გუნდს დაუპირისპირდა და ყველას კარი მინიმუმ ერთხელ აიღო.

 

34 წლის ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით მესისა და რონალდუსაც უსწრებს. არგენტინელი 40 კლუბს შეხვდა და 37-ს გაუტანა, მან მხოლოდ მურსიას, კადისსა და უესკას ვერ შეუგდო. რაც შეეხება რონალდუს, პორტუგალიელი ლა ლიგაში 33 გუნდს დაუპირისპირდა და ლეგანესის გარდა ყველას კარი აიღო.

 

აღსანიშნავია, რომ რეალის მეცხრე ნომერმა რაულის შედეგიც გააუმჯობესა. რეალის ყოფილმა კაპიტანმა 35 გუნდს გაუტანა, თუმცა 4 კლუბის კარის აღება ვერ შეძლო.