გიორგი შერმადინი: ყველასთვის რთული მეტოქე გავხდებით

მალაგის უნიკახაში მოთამაშე ქართველი ცენტრი გასული შესარჩევი ციკლის, მოახლოებული ევრობასკეტის, თავისი კარიერისა და სხვა თემების შესახებ Leadersport-ს ესაუბრა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა პირველად მიიღო. ეროვნული გუნდი მთელი ციკლის განმავლობაში, სრულფასოვანი შემადგენლობით ვერ შეიკრიბა, საბოლოოდ კი ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. ნაკრებს ამ პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო მატჩებში, გიორგი შერმადინმა ულიდერა.

მალაგის უნიკახაში მოთამაშე ქართველი ცენტრი გასული შესარჩევი ციკლის, მოახლოებული ევრობასკეტის, თავისი კარიერისა და სხვა თემების შესახებ Leadersport-ს ესაუბრა.

 

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად იასპარეზაროგორ შეაფასებ ჩვენი გუნდის გამოსვლას?

 

მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში, სხვადსხვა მიზეზით სრული შემადგენლობით ვერ შევიკრიბეთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კარგად გამოვიდა, თანაც ჩვენ ამ ტურნირში მონაწილეობას პირველად ვიღებდით.

 

გვქონდა რამდენიმე რეალური შანსი, მაგალითად საბერძნეთის ნაკრებთან მატჩი, რომელშიც ძალიან დასანანად დავმარცხდით. მთავარია, რომ თითოეულმა კალათბურთელმა ჩვენი ქვეყნის სახელისთვის ითამაშა და შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღო. თავი არავის დაუზოგავს. მიზნის მისაღწევად ყველა მათგანი ბოლომდე დაიხარჯა. საბოლოო ჯამში, ყველაფრის გათვალისწინებით, ვიტყვი, რომ შესარჩევი ეტაპი ნორმალურად ჩავატარეთ.

 

ბოლო მატჩებში ნაკრების საუკეთესო მექულე გახდი. რას იტყვი შენი გამოსვლის შესახებ?

 

ინდივიდუალური კუთხით, ჩემთვის განვლილმა ციკლმა ნამდვილად კარგად ჩაიარა. მქონდა რამდენიმე კარგი გამოსვლა და დასამახსოვრებელი მომენტი, თუმცა მთავარი გუნდური წარმატებაა და გამარჯვების შემთხვევაში უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი.

 

ვეცადე თავი არ დამეზოგა. გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. მაგალითად, საბერძნეთთან ორჯერვე მოგების კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა.

 

ჩემი უხვქულიანობა, რა თქმა უნდა, მთელი გუნდის დამსახურებაა. მწვრთნელის მითითებით, თანაგუნდელები სამწამიანის ზონაში ჩემს მოძებნას ცდილობდნენ, მე კი ბურთის ჩაგდება მევალებოდა. ვფიქრობ, ბოლო ორ მატჩში დავალებას თავი კარგად გავართვი.

 

 

2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ ეროვნულ გუნდში თაობათა ცვლა დაიწყო...

 

ეს ბუნებრივი პროცესია. რამდენიმე გამოცდილმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო და სასურველი ფორმა ვეღარ აღიდგინა, ამიტომ მათ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, თაობათა ცვლის პროცესზე და გუნდის განახლებაზე, სამწვრთნელო შტაბი და კალათბურთის ფედერაცია აქტიურად ზრუნავს. ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეებს იძახებენ და თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევენ, რაც ძალიან კარგია. ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ახალგაზრდა, რომელთაც კალათბურთის მაღალ დონეზე თამაშის რესურსი აქვთ.

 

წინ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპიაროგორი მოლოდინი გაქვს, რა მიზნისთვის იბრძოლებს საქართველოს ნაკრები?

 

ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ახალგაზრდა მოთამაშეების დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, გუნდის სრული შემადგენლობით შეკრებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმედია, ის დაძაბულობა აღმოიფხვრება, რომელიც ევროლიგასა და ფიბას შორის არსებობს. გვყავს რამდენიმე ტრავმირებული ლიდერიც და დიდი იმედი მაქვს, შემდეგი შესარჩევი ეტაპისთვის ყველა ოპტიმალურ ფორმაში იქნება.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება და სრული შემადგენლობით შევიკრიბებით, საქართველოს ნაკრები თითოეული გუნდისთვის ერთობ რთული მეტოქე იქნება.

 

ბოლო პერიოდი ინდივიდუალური კუთხით მნიშვნელოვანი გამოდგა. ACB ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელესროგორ შეაფასებ შენს გამოსვლას?

 

წინა 2 თვე ჩემთვის მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა. გარდა სანაკრებო მატჩებში თავის გამოჩენისა, კარგი პერიოდი მქონდა კლუბშიც. მას მერე, რაც უნიკახაში გადავედი, პირველად მოხდა, რომ თვის MVP გავხდი.

 

უკვე შევძელით და მოქმედ ჩემპიონ მადრიდის რეალს მოვუგეთ. გარდა ამისა, ვიმარჯვეთ რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაშიც. ახლა მთავარია, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, დარჩენილი მატჩები მოვიგოთ და პლეი ოფში მაღალი შედეგით გავიდეთ.

 

 

ესპანეთის ჩემპიონატში უკვე მეოთხე სეზონს ამთავრებროგორც ჩანსლიგას ალღო კარგად აუღე.

 

ესპანეთის ჩემპიონატი ყოველთვის უმაღლესი დონის იყო, ბოლო პერიოდში კი კიდევ უფრო გაძლიერდა. უკვე კარგად ვიცნობ გუნდებისა და კალათბურთელების შესაძლებლობებს.

 

ვცდილობ, რომ თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯო. განსაკუთრებით ახლა, როცა რთული პერიოდი გვაქვს, რადგან ევროთასიდან გამოვარდით და აქცენტი ესპანეთის ჩემპიონატზე ავიღეთ. ჯერ რეგულარული გათამაშება, შემდეგ კი პლეი ოფი რამდენადაც შესაძლებელია კარგად უნდა ჩავამთავროთ.

 

ესპანეთში მეორე კლუბში გამოდიხარრა განსხვავებაა ანდორასა და უნიკახას შორის?

 

ანდორაში გუნდის თამაში მთლიანად ჩემზე იყო აწყობილი. კალათბურთელები უმეტეს შემთხვევაში, ჩემს ბურთით მომარაგებას ცდილობდნენ. რაც შეეხება უნიკახას, ხანდახან სათადარიგოც ვარ. მწვრთნელი დროს სამართლიანდ ანაწილებს, კმაყოფილები ვართ და გუნდურად ვთამაშობთ.

 

როგორც გამოცდილი ცენტრირას იტყვი გოგა ბითაძის შესახებ?

 

გოგა ბითაძე არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია. ის ადრიატიკის ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ჩემი აზრით, ბითაძეს NBA-ს დრაფტზე დასაწყისშივე აირჩევენ.

 


და ბოლოსკარიერაში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ხომ არ უნდა ველოდოთ?

 

ზაფხულში უნიკახასთან კონტრაქტი მიმთავრდება, თუმცა კლუბში დარჩენის სურვილი მაქვს. ახლა ამაზე ფიქრი ადრეა. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, სადაც ბევრი რამ გადაწყდება. გააჩნია, რა შედეგით დავასრულებთ ესპანეთის ჩემპიონატს და მოვხვდებით თუ არა ევროლიგაში. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.