20 კაციანი რაზმი სამხრეთ აფრიკაში

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მასში 16 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

 

ჩვენი გუნდი 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვუს ემზადება და სამხრეთ აფრიკული ტურნე მისი დასკვნითი ნაწილია. ისევე, როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდი 4-4 დღის ინტერვალით სამ თამაშს გამართავს. 


 

 

მოსამზადებელი ტურნირი ვესთერნ ქეიფში გაიმართება და 9 აპრილს,არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებისა და ნამიბია XV-ის (კაცთა გუნდი) მატჩით გაიხსნება, საღამოს კი, უმცროსი ბორჯღალოსნები მასპინძელთა 20-წლამდელებს შეხვდებიან. საგულისხმოა, რომ ეს გუნდები 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში არიან. შეხვედრები „პეარლ ჯიმნეზიუმის“ სტადიონზე ჩატარდება. 

 

მეორე სათამაშო დღეს, 13 აპრილს, რევენსმიდის „თაიგერბერგ რაგბი ქლაბის“ სტადიონზე სამხრეთ აფრიკელი ახალგაზრდები ნამიბიელებს, ხოლო უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინელ თანატოლებს ეთამაშებიან. ტურნირის ფინალური თამაშები სტელენბოშში, 17 აპრილს „პოლ როსის“ გიმნაზიის სტადიონზე გაიმართება და უმცროსი „ბოკე“ არგენტინას, ხოლო ჩვენი გუნდი ნამიბია XV-ს შეხვდება.