ნადალი: ფედერერის მსგავსად? რატომაც არა?!

ესპანელი ჩოგბურთელი კარიერული მომავლის შესახებ საუბრობს

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა კარიერის დასრულების შესაძლო დროის შესახებ ისაუბრა.

 

„შევძლებ თუ არა ვითამაშო იმდენ ხანს რამდენიც ფედერერმა? რატომაც არა, შეუძლებელი არაა.

 

25 ან 26 წლის ასაკში რომ გეკითხათ, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ დღემდე ჩოგბურთის თამაშს გავაგრძელებდი. ასე რომ, არასდროს ვიცით, რა მოხდება მომავალში.

 

ბევრი ასაკოვანი სპორტსმენი ტურნირებზე გამოსვლას კვლავაც აგრძელებს. მაგალითად, როჯერი, კრაინოვიჩი, დები უილიამსები. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პირველ რიგში, საკუთარი საქმისადმი ენთუზიაზმი უნდა შეინარჩუნო, შემდეგ მუდმივად იზრუნო სხეულზე და ებრძოლო ტრავმებს და ცხადია უნდა შეძლო კონკურენტუნარიანი დარჩე“.-თქვა 32 წლის ჩოგბურთელმა.

 

დიდი სლემის 17-გზის გამარჯვებულმა და 80 ინდივიდუალური ტიტულის მომგებმა სპორტსმენმა ბოლოს ინდიან უელსის მასტერსზე ითამაშა, სადაც ნახევარფინალში, როჯერ ფედერერთან დაპირისპირება მარჯვენა მუხლის ტრავმის მიზეზით შეწყვიტა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.