რონალდუ შვილის კოცნით ვერ ძღება + ვიდეო

ჯორჯინამ ყველაფერი საჯარო გახადა

თანამედროვე ფეხბურთის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, სერბეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმის მოშუშების პროცესშია და ცდილობს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აიაქსთან მატჩისთვის მწყობრში იყოს. ტრავმის გამო რონალდუს ოჯახთან სიამტკბილობისთვის მეტი დრო აქვს.

 

View this post on Instagram

AMR

A post shared by Georgina Rodríguez (@georginagio) on

 

მისი მეუღლე ჯორჯინა, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც რონალდუ, პატარა ქალიშვილის - ალანას კოცნით ვერ ძღება. ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ჯორჯინა კრიშტიანუს ოფიციალური მეუღლეა. ამას წინათ, გავრცელდა ჭორები თითქოს ჯორჯინა რონალდუსგან მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, მაგრამ მან ეს ხმები კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ წონაში არასწორი კვების გამო მოიმატა, რაც რამდენიმე დღის მანძილზე მაკარონის ჭამით იყო გამოწვეული.

 

მოკლედ, ჯორჯინამ, მამა-შვილის კოცნა-ჩახუტების ამბავი საჯარო გახადა და ვიდეოს გადაღების პროცესში თავს ბედნიერად გრძნობს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.